ჰელისკი და ჰელიბორდინგი
ჰელისკი (ჰელიბორდინგი) - თავისუფალი სტილით სრიალის ნაირსახეობაა, რომელიც გულისხმობს სათხილამურო ბილიკებისგან მოშორებით ვერტმფრენით ფრენას გაუკვალავ თოვლიან ფერდობებზე და იქიდან თხილამურებით ან სნოუბორდით დაშვებას. ტერმინები "ჰელისკი" (heliski, heliskiing) და "ჰელიბორდინგი" (heliboarding) მომდინარეობენ ინგლისური სიტყვებიდან "helicopter" - ვერტმფრენი და "skiing", "snowboarding" - თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალი. სწორედ ვერტმფრენი, რთულადმისადგომ თოვლიან მწვერვალებზე ასვლის საშუალება, განასვავებს ჰელისკის სხვა თავისუფალი სტილით სრიალის სახეობებსგან და საშუალებას გაძლევთ, ყოველ ჯერზე დაეშვათ სხვადასხვა ხელუხლებელ, გაუკვალავ თოვლიან ფერდობებზე, სადაც სხვაგვარად ვერ მოხვდებით.

ჰელისკი, როგორც აქტიური დასვენების სახეობა, ჩამოყალიბდა კანადაში მეოცე საუკუნის 50-იან წლებში-ალპინიზმის აყვავებისა და დიდების პერიოდში, რომელსაც მიეწერება ევროპისა და აზიის ყველა მთავარი მწვერვალის აღმოჩენა და დაპყრობა. ყოველ წელს ათასობით მოთხილამურე და ალპინისტი მიეშურებოდა კანადის კლდოვანი მთების დასაპყრობად, ამიტომაც გამოცდილ გიდს, ავსტრიელ ჰანს გმოსერს (Hans Gmoser) დაებადა წარმატებული იდეა, თავისუფალი სრიალის მოყვერულნი რთულადმისადგომ მწვერვალებზე ვერტმფრენის საშუალებით აეყვანა. რამდენიმე ასაწყობი ანგარი ცივილიზაციისგან მოშორებით და რამდენიმე ვერტმფრენი - ასე დაიწყო საქმიანობა კომპანია, "Canadian Mountain Holidays"-მ, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰელისკის კომპანიად მიიჩნევა.



კანადის გარდა, რომელიც სამართლიანად ითვლება ჰელისკის მსოფლიო ცენტრად, დასვენების ეს აქტიური სახეობა ასევე პოპულარულია იტალიასა და ალიასკაზე, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში, ჩილესა და არგენრინაში. ცნობილი ფრანგმა გამყოლმა და მოგზაურმა სილვან სუდანმა (Sylvan Sudan) ჰელისკისთვის ჰიმალაის მწვერვალებიც კი გამოსცადა. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში ბუნებისდამცველთა მოთხოვნით ჰელისკიზე დაწერებულია შეძღუდვები ან აკრძალვები, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ვერტმფრენები ზიანს აყენებენ ბუნებას, არღვევეს რა ალპური მწვერვალების ბუნებრივ გარემოს. ექსპერტთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჰელისკის დიდი წვლილი შეაქვს სამთო-სამაშველო ჯგუფების განვითარებასა და მფრინავების პროფესიონალიზმის ზრდაში. ჰელისკის მოყვარულები, რომელთა ქვეყნებშიც შეზღუდვები და აკრძალვები მოქმედებს, ხშირად სტუმრობენ კავკასიონს, კერძოდ ყაზბეგის რაიონის მონაკვეთს, სადაც მთები ყველაზე მოსახერხებელია ჰელიკისთვის.

ჰელისკის, როგორც სამთო-სათხილამურო ტურისმის ცალკეული განხრის უწყვეტი განვითარების დამსახურებით, აქტიური დასვენების ეს სახეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ისე დამწყებ მოთხილამურეებს შორის. სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გაფართოება, თვალუწვდენელი, მომნუსხველი გაუკვალავი თოვლით დაფარული ფერდობები, თანამედროვე სამაშველო და სამძებრო აღჭურვილობის გამოყენების შედეგად გაზრდილი უსაფრთხოება, სპეციალიზირებული ტურისტული კომპანიების რაოდენობის ზრდა და სხვა მრავალი ფაქტორი სულ უფროდა უფრო მეტ სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულს იზიდავს. ჰელისკის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი გადაადგილებისა და მიმართულების დიდი არჩევანია. ყველა დაშვება განსხვავებულია, რადგან ყოველ ჯერზე ვერტმფრენს აყავხართ ახალ აუთვისებელ თოვლიან ფერდობზე. ბოლო, მაგრამ ყველაზე ნიშვნელოვანი შენიშვნა-გაუკვალავ თოვლში სნოუბორდით თუ თხილამურით სრიალის საბაზისო ცოდნა საკმარისია, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა და უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე სერთიფიცირებული გიდეების/გამყოლების თანხლებით ჰელისკით სრული თავისუფლებისა და უსარღვრო აღტაცების გამიცადოთ.
