პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიონს
ევროპასა და აზიას, შუა და ახლო აღმოსავლეთს შორის გადაჭიმული, ცად აზიდული კავკასიონი თავის კეთილ ძღვენს – უმაღლეს მთის მწვერვალებსა და წმინდა ფაფუკი თოვლის უკიდეგანო სივრცეებს სთავაზობს სტუმრებს.

სახელწოდება კავკასიონი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან "kaukasos", რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული ("kapkah" – დიდი მთა) ან ხეთური ("kazkaz" – ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. კავკასია ხშირად ფიგურირებდა ძველ ბერძნულ ლეგენდებში; პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას, იასონი და მისი არგონავტები კოლხებთან ეძებდნენ ოქროს საწმისს.
შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებით გარშემორტყმული კავკასია, ტრადიციულად, სამ დიდ გეოგრაფიულ რეგიონად იყოფა: ამიერკავკასიად, ჩრდილოკავკასიად და იმიერკავკასიად. კავკასიონის დიდებული მთები, თავის მხრივ, მთის ორ სისტემად იყოფა – დიდ და მცირე კავკასიონად. ერთხელ მაინც თუ იხილავთ და შეიგრძნობთ დიადი კავკასიონის უძველესი მწვერვალების მთელ ძალასა და კეთილშობილებას, იფიქრებთ, რომ სწორედ ამ მწვერვალებზე დგას დედამიწა.
კავკასიონის მთები მრავალრიცხოვან ტურისტთა ყურადღებას ევროპაში ყველაზე მაღალი მწვერვალებით იპყრობს – საქართველოში, შხარას მთის (5068 მ.) ფერდობზე შეყუჟულია სოფელი უშგული, რომელიც ყველაზე მაღალმთიანი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია და რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მითებისა და გადმოცემების უშრეტი წყარო – ლეგენდარული მთა ყაზბეგი (5034 მ.) განთქმულია უნიკალური სილამაზის ფერდობებითა და უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობით.



უძველესი, მდიდარი,კულტურის მქონე კავკასია მოიხსენება ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და ბიბლიაში, ხოლო განსხვავებულ ენათა და ეროვნებათა ნაირგვარობა და მთის განუმეორებელი ლანდშაფტი კავკასიას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ადგილად აქცევს. კავკასიონის მთები გიპყრობთ უძველესი მყინვარებით, დიდებული, მთის მდინარეებით დასერილი მწვერვალებითა და რთულად დასალაშქრი უღელტეხილებით. მთის წმინდა ჰაერი და ხელსაყრელი კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა, დატკბეთ მხოლოდ ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის სამყაროთი, რომლის მრავალი წარმომადგენელიც ჩვენი პლანეტის უიშვიათეს ეგზემპლარს წარმოადგენს და მხოლოდ კავკასიაში ბინადრობს.

რეგიონის მთის სისტემები – დიდი და მცირე კავკასიონი – სიმაღლითა და სიდიდით ევროპულ ალპებს არაფრით ჩამოუვარდებიან! კავკასიონის უკიდეგანო თოვლიანი სივრცეები მოთხილამურეებსა და ტურისტებს მთელი სისავსით აგრძნობინებენ თავისუფლებას და საშუალებას აძლევენ მთლიანად გამოავლინონ თავი სპორტსა და მოგზაურობაში, ფრირაიდსა და ჰელისკიში. სილამაზის, მზის სითბოსა და თოვლიანი მწვერვალების საოცარი შერწყმის წყალობით.
დიადი კავკასიონის სტუმართმოყვარე მთის ფერდები მუდამ გელიან! დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, უამრავ დადებითი ემოციას, არაჩვეულებრივ განწყობას გაგატანთ ღვთიური კუთხე, რომელსაც "ზეცა უჭირავს".
