შპს “ჰელიქსირის” ზოგადი წესები და პირობები

ვერტიკალური მეტრები

ვერტიკალური მეტრები ითვლება მთელი ჯგუფისთვის. თუ ჯგუფის წევრი გადაწყვეტს, რომ ადრე შეწყვიტოს სრიალი, მისი ვერტიკალური მეტრები ისევე გამოითვლება, როგორც ჯგუფის ყველა დანარჩენი წევრის, რომლებმაც სრიალი განაგრძეს.

თუ მთელი ჯგუფი გადაწყვეტს, რომ ადრე შეწყვიტოს სრიალი, ამ ჯგუფის წევრების ვერტიკალური მეტრები ისევე დაითვლება, როგორც სხვა ჯგუფებისა, რომლებიც იმავე დღეს სრიალებდნენ.

თუ ჰელისკის ტურის დასრულებამდე ცუდი ამინდის ან რაიმე ტექნიკური მიზეზის გამო არ შესრულდება პროგრამით გარანტირებული ვერტიკალური მეტრები, მაშინ თქვენ ყოველ შეუსრულებულ 1000 მ-ზე 100 ევრო დაგიბრუნდებათ.

ხოლო თუ თქვენ შეასრულეთ თქვენი პროგრამით გათვალისწინებული ვერტიკალური მეტრები და გსურთ კიდევ გააგრძელოთ სრიალი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ვერტიკალური მეტრები. ტოველი დამატებითი 1000 ვერტიკალური მეტრის ღირებულებაა 100 ევრო კაცზე (აუცილებელი პირობა 4 კაცის შეკრება).


ვერტმფრენის ფრენის დრო

ვერტმფრენის ფრენის დრო აითვლება იმ მომენტიდან, როცა ვერტმფრენი მოსცილდება მიწას და გრძელდება მის დაშვებამდე (flight time). დრო ძრავის ჩართვიდან ვერტფრენის მიწიდან აფრენამდე და დაშვებიდან ძრავის გამოთიშვამდე (rotor time) არ ითვლება ფრენი დროში.

თუ ამოწურავთ სპეციალური პროგრამაში თვენთვის განკუთვნილ ფრენის დროს (6 დან-9 სთ-მდე), მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი საფრენი დრო შემდეგი ტარიფით: 1 საათი - 2400 ევრო (ანუ ყოველი დამატებითი საფრენი წუთის ღირებულებაა 40 ევრო).


ანგარიშსწორება

ჩვენი მომსახურების პაკეტების დასაჯავშნად, გთხოვთ, წინასწარი გადაიხადოთ მომსახურების მთელი ღირებულების 25%. დანარჩენი თანხის გადახდა უნდა მოდხეს თვენი ჩამოსვლის თარიღამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

თუ, თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, ტურს გვიკვეთავთ მისი დაწყებიდან არა უადრეს 30 დღისა, მაშინ მოგეთხოვებათ ტურის სრული ღირებულების წინასწარი გადახდა.

ჰელისკის პროგრამების საფასურის გადახდა შეგიძლიათ:

  • საკრედიტო ბარათით;
  • PayPal-ის საშუალებით;
  • საბანკო გადარიცხვით;
    • Beneficiary: Heliksir Ltd
    • Beneficiary’s address: 28 Pekini str., 0160, Tbilisi, Georgia
    • Beneficiary’s bank: Raiffeisen Bank International AG
    • Beneficiary’s bank address: Vienna, Austria
    • Beneficiary’s bank SWIFT: RZBAATWW
    • Beneficiary’s bank sort code: 31000
    • Beneficiary’s account No: 1-54.224.498
    • Beneficiary’s IBAN: AT33 3100 0001 5422 4498
    • Correspondent bank for EUR transfers: Deutsche Zentralgenossenschaftsbank
    • Correspondent bank address: Frankfurt, Germany
    • Correspondent bank SWIFT: GENODEFF
    • Correspondent account No: 0009011447
  • ნაღდი ანგარიშსრორებით (ვრცელდება მხოლოდ ჰელისკის ერთდღიან პროგრამაზე).


გაუქმება

თუ ჯავშანს ჩამოსვლამდე 30 დღით ადრე გააუქმებთ, მაშინ მთელი გახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.

თუ ჯავშანს გააუქმებთ, მაშინ როდესაც თქვენს ჩამოსვლამდე 30 დღეზე ნაკლები, მაგრამ 7 დღეზე მეტია დარჩენილი, მაშინ მთელი გახდილი თანხის 25% დაგიბრუნდებათ.

თუ ჯავშანს ჩამოსვლამდე 7 დღით ადრე გააუქმებთ, მაშინ წინასწარ გადახდილი თანხა მთლიანად დაგიკავდებათ და არაფერი დაგიბრუნდებათ.


დაზღვევა

დაბეჯითებით გთხოვთ, იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის გაუქმების დაზღვევა. ჩვენი პროგრამები არ შეიცავენ რაიმე ტიპის დაზღვევით უზრუნველყოფას.


უარი პრეტენზიებზე

სრიალის დაწყებამდე, მას შემდეგ რაც აგიხსნიან უსაფრთხოების დაცვის წესებს, მოვითხოვთ, ხელი მოაწეროთ დოკუმენტს პრეტენზიებზე უარის თქმის შესახებ, რომლის თანახმად თქვენ აღიარებთ, რომ ათვიცნობიერებთ ისეთი რისკების არსებობას, რომელიც ახლავს ამ ტიპის ესტრემალურ სამთო სათხილამურო სპორტის სახეობას და რომლის თავიდან აცილების გარანტიას შპს "ჰელიქსირ" - ის პერსონალი ვერ მოგცემთ.