ჰელისკი კავკასიაში - საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში და მსოფლიოში!

იმიტომ რომ ... თქვენ ნახავთ დიდი კავკასიონის

უძველესი, მდიდარი,კულტურის მქონე კავკასია მოიხსენება ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და ბიბლიაში, ხოლო განსხვავებულ ენათა და ეროვნებათა ნაირგვარობა და მთის განუმეორებელი ლანდშაფტი კავკასიას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ადგილად აქცევს. კავკასიონის უკიდეგანო თოვლიანი სივრცეები მოთხილამურეებსა და ტურისტებს მთელი სისავსით აგრძნობინებენ თავისუფლებას და საშუალებას აძლევენ მთლიანად გამოავლინონ თავი სპორტსა და მოგზაურობაში, ფრირაიდსა და ჰელისკიში.

ჰელისკი კავკასიაში - საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში და მსოფლიოში!

იმიტომ რომ ... ჩვენ ძალიან ახლოს ვართ

ჰელისკი აქამდე არასდროს ყოფილა თქვენთან ასე ახლოს! ევროპის ყველაზე შორეული წერტილიდან საქართველოში ოთხ საათზე ნაკლებ დროში ჩამოფრინდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი მანქანით მხოლოდ ორი საათის მგზავრობა გაშორებთ თქვენს მყუდრო და კეთილმოწყობილ გუდაურის სასტუმროს, რომლის თხილამურების ოთახიდან პირდაპირ საბაგიროს სათხილამურო ბილიკებსა და ვერტმფრენის ასაფრენ მოედანზე გადიხართ. შეგიძლიათ დაივიწყოთ ხანგრძლივი მოუხერხებელი გადაფრენები და დამქანცველი მგზავრობა. ახლა უკვე შეგეძლებათ, მთელი თქვენი დრო და ენერგია მხოლოდ ჰელისკის დაუთმოთ.

ჰელისკი კავკასიაში - საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში და მსოფლიოში!

იმიტომ რომ ... თქვენ გაიცნობთ გასაოცარ საქართველოს

საქართველო უძველესი და თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანაა –ქართული მუსიკა, სიმღერები, ხუროთმოძღვრება, ფერწერა და ლიტერატურა მსოფლიო ისტირიის კულტურაში ჭეშმარიტად უნიკალური ადგილს იკავებს. ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და კეთილგანწყობა, საქართველოში სტუმრობას მთელი ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებად აქცევს! საქართველოს დედაქალაქი და, ამავდროულად, უმსხვილესი ქალაქი – თბილისი (ტფილისი), ქვეყნის მნიშვნელოვანი საწარმოო, სოციალური და კულტურული ცენტრია. ამასთანავე, ის სხვადასხვა ხალხებისა და კულტურების, რელიგიებისა და ეთნიკური ჯგუფების შერევის ნათელი მაგალითია.

ჰელისკი კავკასიაში - საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში და მსოფლიოში!

იმიტომ რომ ... თქვენს განკარგულებაშია გუდაურის სათხილამურო კურორტი

კომფორტული მაღალი ხარისხის სასტუმროები, ქართული უგემრიელესი სამზარეულო, უძველესი ისტორიული ძეგლები, ბევრი მზე და თოვლი არის მიზეზი, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი მოთხილამურე ალპების ძვირიან კურორტებს გუდაურში დასვენებას ამჯობინებენ. კურორტ გუდაურის მიმდებარე დათოვლილი ფერდობები გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთ წარმოუდგენელი შესაძლებლობებით აჯილდოებს.

ჰელისკი კავკასიაში - საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში და მსოფლიოში!

იმიტომ რომ ... ჩვენ გთავაზობთ პატარა ჯგუფებსა და ყოველდღიურ ჰელისკის

მხოლოდ 4 კაცი ერთი გამყოლითურთ (გიდი) ჯგუფში. არავინ შეგიშლით ხელს მიიღოთ უშრეტი სიამოვნება ჰელისკისგან ხელუხლებელი ფაფუკი თოვლით დაფარულ ფერდობებზე და დატკბეთ კავკასიონის დათოვლილი მწვერვალების სილამაზით. ორშაბათიდან -კვირამდე... კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ ისრიალოთ ფაფუკი თოვლით დაფარულ ფერდობებზე.

ჰელისკი კავკასიაში - საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში და მსოფლიოში!

იმიტომ რომ ... ჩვენ ევროპული დონის მომსახურეობასა და უსაფრთხოების სტანდარტებს გთავაზობთ

კომპანია, "ჰელიქსირი" კავკასიაში პირველი ტურისტული კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას: ყველაზე მკაცრი ევროპული სტანდარტებით დაცულ მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და დიდებულ თოვლიან მწვერვალებზე მიღებულ დაუვაწყარ სიამოვნებას. ჩვენი ფრენებისთვის ძირითადად მრავალმიზნობრივი მსუბუქი ორძრავიანი ვერტმფრენი "Eurocopter AS350 B3 "Ecureuil" ავირჩიეთ, რომელიც ჩინებული საფრენი და ტექნიკური მახასიათებლებით, ფრენების უსაფრთხოებითა და დაბალი საექპლოატაციო ცვეთით გამოირჩევა.

ჰელისკი კავკასიაში - საუკეთესო პრაქტიკა ევროპაში და მსოფლიოში!